56 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ქურდიანი.
მიხეილ ქურდიანს, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, სამთავროს ეკლესიაში ხუთშაბათს, 4 ნოემბერს დაკარძალავენ, პანაშვიდები კი თბილისში გაიმართება.
მიხეილ ქურდიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მიხეილ ქურდიანი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა „საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას", „საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებას" „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას".რედაქტორობდა ქართულ-ინგლისურ სამეცნიერო გამოცემებს.
1973-2005 წლებში მიხეილ ქურდიანს გამოქვეყნებული აქვს 206 სამეცნიერო ნაშრომი.
იგი ფლობდა იბერიულ-კავკასიურ, სემიტურ, ინდო-ევროპულ და ძველი აღმოსავლეთის მკვდარ ენებს.
2004 წელს მიხეილ ქურდიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებშიც მონაწილეობდა.