მე პირადად მგონია, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯერ პარტიამ და შემდეგ ოპოზიციამ, - ამბობს „"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
მისი თქმით, მთავარი არის ისს, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია და ამისი მიღწევის ფორმებზე ვიმსჯელებთ
"ჩვენ გვექნება შეხვედრები პარტიაშიც და ოპოზიციაშიც და განვიხილავთ ამ საკითხს. პლებისციტი როდესაც იყო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა, იმის მერე უამრავმა წყალმა ჩაიარა და ალპინისტებითა და შეიარაღებული შტურმით აიღეს პარტიის ოფისი. მე პირადად მგონია, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯერ პარტიამ და შემდეგ ოპოზიციამ. მთავარი არის ერთი რამ, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია და ამისი მიღწევის ფორმებზე ვიმსჯელებთ“,-აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი აზრით, ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.