ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირება იგეგმება.
სამარშრუტო ხაზების ავტობუსებში, რომლებიც გაუქმებას ექვემდებარება, გამოკრილი იყო განცხადება, რომელიც მოსახლეობას ამცნობდა ხაზის გაუქმებისა და მისი ჩასანაცვლებელი ალტერნატივის შესახებ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ პირველი ნოემბრიდან მოხდება ავტობუსების ისეთი სამარშრუტო ხაზების შემცირება ან გაუქმება, რომელზეც მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა არ არის.