პარლამენტარი, "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" მოიგო, "თუნდაც ერთი ხმით".
ინჯიას განცხადებით, ხელახალ არჩევნებს არგუმენტების გარეშე ითხოვენ რაც არასწორია.
"ოცნების“ ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, გინდაც ერთი ხმით. თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და არის კანონის უზენაესობა, მაშინ "ქართული ოცნება" თავის ადგილზე უნდა იყოს. ჩემთვის გაუგებარია წინადადებები, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეგ საჭიროა, მაგრამ იქ ასეთი პირობა, რომ აი, ერთი პროცენტი თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები, რატომ ვევაჭრებით. რატომ ვდებთ იქ ერთი პროცენტი იქნება, თუ ორი. რატომ უნდა იყოს ეს. აქ არის ხალხი "ქართული ოცნებიდან", განსაკუთრებით მაჟორიტარები მაქვს მხედველობაში, რომელთაც კარგად იციან, რომ მართლაც მოიგეს. მათ არ ეკითხებიან და ისე ითხოვენ, რომ იყოს ახალი არჩევნები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე - მინდა, არჩევნები და უნდა იყოს, სხვა არაფერი. ამას ელაპარაკებიან, ითხოვენ ვისგან? პარლამენტის თავმჯდომარისგან, ფრაქციის, პარტიის თავმჯდომარისგან", - განაცხადა ინჯიამ.