CNN Travel-ი მსოფლიოში 20 საუკეთესო წვნიანს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი არის ქართული სამზარეულო გამორჩეული კერძი, ხარჩო.
"ტრადიციულ წვნიანს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძია, განსაკუთრებულ გემრიელ არომატს ქლიავის სოუსი ანიჭებს, რომელსაც ტყემალს ეძახიან.
სოუსის მჟავე ტონები, რომელიც დაუმწიფებელი ქლიავისაგან მზადდება, აბალანძებს ცხიმიანი ძროხის ხორცისა და ნიგვზის მდიდარ არომატებს, რომელიც მზადდება წვნიანში. განსაკუთრებული გემო კიდევ უფრო მდიდრდება ქინძის, ქონდრის, ცერეცოს, შავი პილპილისა და ზაფრანის არომატები", წერს გამოცემა.
ხარჩოს გარდა, წვნიანების ოცეულში მოხვდა ესპანური გასპაჩო და უკრაინული ბორში.