თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები დღეიდან მკითხველისთვის და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
მუნიციპალური ბიბლიოთეკები და მედიათეკები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული დატვირთვით იმუშავებენ. ვარკეთილისა და ნაძალადევის მედიათეკები იმუშავებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე.
მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის მედიათეკა, მე-9 (ჭავჭავაძის გამზ. N24) და 25-ე (ლილოს დასახლება) ბიბლიოთეკა მომხმარებლის მიღებას დროებით ვერ შეძლებს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიიღებს ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე.
- ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17);
- გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4);
- კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2);
- ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10);
- მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - (თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1);
- ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - (თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22);
- ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23).