აზერბაიჯანში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანის აგდაშის რაიონში "მერსედესის" მარკის ავტომობილი გადაბრუნდა, რომელსაც ასიფ ბალაჯაევი მართავდა. აზერბაიჯანის შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტომობილში მჯდარი საქართველოს მოქალაქე ელდარ ომაროვი გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქმეს აზერბაიჯანის საგზაო პოლიცია იძიებს.