ევროკავშირი აფხაზებსა და ოსებს რუსეთის გამო არ უჭერს მხარს - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გააკეთა.
"მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალიან გავს კოსოვოს. სერბეთში კოსოვოს გამოყოფით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ევროკავშირი მხარს უჭერს ეროვნულ უმცირესობებს. მხოლოდ საქართველოში არ დაუჭირეს მათ მხარი აფხაზებსა და ოსებს, იმიტომ რომ ეს რუსეთთანაა დაკავშირებული. საქართველო სადმე სხვა ადგილას, რომ მდებარეობდეს, ევროკავშირი მათ მხარს დაუჭერდა. მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში კი აქ აზერბაიჯანია, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, მას აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან, ამიტომაც ყველა ცდილობს ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს", _ აცხადებს ჟირინოვსკი და დასძენს, რომ მხოლოდ თურქეთი უჭერს ღიად მხარს აზერბაიჯანს და გამოდის ისე, რომ რუსეთი სომხეთის მხარესაა.
მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში ამჟამად ცეცხლის გახსნა არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს, არც თურქეთს და არც რუსეთს არ აწყობს და "ამგვარი რამ რომც მოხდეს ყველა მათგანი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს".