გარდა იმისა, რომ საუბარი მიდის საქართველოს მოქალაქეებზე ჩვენთვის ცნობილი არაფერია, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 20 ადამიანია დაკავებული.
"უწყებისათვის არაფერია ცნობილი საქართველოში მომწიფებული სკანდალის შესახებ, რომელიც ჯაშუშური ქსელის გაშიფვრასთანაა დაკავშირებული, რომელიც თითქოს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბარი საქართველოს მოქალაქეებზე მიდის. მეტი არაფერი ვიცით", _ განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს სამართალდამცავების მიერ საქართველოს 20 მოქალაქის დაკავების შესახებ, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ბრალდებულნი.
საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოტა უტიაშვილი აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველო გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას 5 ნოემბერს გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები