თეატრები მაყურებლისთვის 1-ლი აპრილიდან გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის წარდეგინისას განაცხადა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
პრემიერის თქმით, თეატრებს 1-ლი მარტიდან შეეძლებათ აღადგინონ რეპეტიციები, ხოლო მაყურებლის დასწრება, შესაძლებელი იქნება 1-ლი აპრილიდან.