თბილისის საკრებულოში ტარიელ ხიზანიშვილი ქეთი ქოჩორაშვილმა შეცვალა. დღეს თბილისის საკრებულომ საკრებულოს წევრის, ქეთი ქოჩორაშვილის უფლებამოსილება ცნო და ის მუშაობას ამიერიდან დედაქალაქის საკრებულოში შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი წინა მოწვევის საკრებულის წევრი უკვე იყო. ხოლო ტარიელ ხიზანიშვილმა საკრებულო ცოტა ხნის წინ დატოვა და ის ამჟამად მერის მოადგილედ მუშაობს.