ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ახალ კონკურსს _ "შესაძლებლობების გაზრდა კულტურის სფეროში".
კონკურსი, რომელიც ბრიუსელში 1-ელ ოქტომბერს გამოცხადდა, მიზნად ისახავს კულტურის სფეროში ისეთი პოლიტიკური, მარეგულირებელი, ინსტიტუციური და ეკონომიკური გარემოს ხელშეწყობას, რომელიც გააძლიერებს ამ სექტორში მოღვაწე უწყებებს და ამით განამტკიცებს მდგრად განვითარებას ეკონომიკური, სოციალური თუ ადამიანური რესურსების კუთხით.
კონკურსი გამიზნულია მართვის საკითხების მოსაგვარებლად რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე და ძირითად ყურადღებას უთმობს პროფესიული ასოციაციების და ჯგუფების, კულტურული ქსელების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის, მართვის, სტრუქტურის, მუშაობის წესის და წარმომადგენლობის საკითხებს.
განაცხადში წარმოდგენილი წინადადებების ძირითადი მიზანი არ უნდა იყოს ესა თუ ის კულტურული თუ შემოქმედებითი საქმიანობა. თუმცა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს საქმიანობა, რომელიც ზემოაღნიშნული მიზნების მხოლოდ მცირედ ნაწილს შეადგენს და წვლილი შეაქვს მათ შესრულებაში.