საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც დევნილებისთვის გასაცემ კომპენსაციებზე იმუშავებს. ასეთი წინადადება გრიგოლიამ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დააყენა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარისგან ასეთი კომისიის შექმნაზე უარი მიიღო.
როგორც ზაალ სამადაშვილმა გრიგოლიას საპასუხოდ განაცხადა, თბილისის საკრებულოში დევნილების პრობლემატიკაზე მომუშავე კომისია, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, უკვე არსებობს და, შესაბამისად, ანალოგიური საკითხის განხილვა დოლიძის კომისისაც შეუძლია.