ჭადრაკის სასახლეში, საზოგადოებრივი მოძრაობების საინიციატივო ჯგუფის პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე, ნდობის დარბაზის დაფუძნების შესახებ განცხადება გაკეთდა. ნდობის დარბაზს ამ ეტაპზე თავმჯდომარე არ ჰყავს და არც სტრუქტურული სქემა გააჩნია.
ორგანიზაციის "გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებლის, იური ვაზაგაშვილის თქმით, მათ ნდობის დარბაზის სტრუქტურულ მონახაზზე განზრახ არ იმუშავეს, რადგან სურთ, ამ პროცესში მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოებამ, ექსპერტებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიიღონ.
"დარბაზის შექმნის მთავარი მოტივი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესების თვისობრივად შეცვლა იქნება.
"უნდა შეწყდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის თავდასხმა, ვერც ერთი პარტია ცალ-ცალკე ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, რადგან დღეს ეს ხელისუფლება ნებისმიერ საგარეო მტერზე მრისხანეა თავისი საზოგადოების მიმართ", - განაცხადა ვაზაგაშვილმა.
მისი თქმით, ნდობის დარბაზის კარი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს სურვილი ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების შეცვლისა და გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია.