მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტის დროს სატვირთო და მსუბუქი მანქანები ერთმანეთს შეეჯახა, რომლის დროსაც სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.