ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში (Paris International Animation Film Festival) მოხვდა.
მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების საერთაშორისო ეხმარება ახალბედა არტისტებს, აერთიანებს ენთუზიასტებს, ხელს უწყობს სოციალურ და კულტურულ „აღრევას“, თანამშრომლობისა და მხატვრული პოპულარიზაციის ქსელის შექმნას.
„მიტოვებული სოფელი" პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი - სიყვარული.
„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.