საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს, - განაცხადა პარლამენტის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, აშშ-თან და ევროპასთან ერთად, ხელმისაწვდომი კონტრაქტების ფარგლებში, ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდება დადგინდება.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეების მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქსპლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.