"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს გაქცეულ ბადრი ესებუაზე კითხვით მიმართავს:
"ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი?" - იკითხა ალეკო ელისაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას 4 თვეა ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.