საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მომავალი კაბინეტის შემადგენლობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, მისი ამჟამინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მინისტრობის კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ჯუანშერ ბურჭულაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანო ფაკულტეტი დაამთავრა.
ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ 1999 წელს ბურჭულაძეს ქალაქ ოქსფორდის (Swan) სკოლაშ ინგლისური ენის კურსები გაუვლია.
სხვადასხვა დროს, ჯუანშერ ბურჭულაძე მუშაობდა ქართუ ბანკში, სტანდარტ ბანკში, კორ-სტანდარტ ბანკსა და აშშ-ი საქართველოს საელჩოში ფინანსურ მენეჯერად.
2015 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, ჯერ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, შემდეგ დირექტორის თანამდებობას, ხოლო შემდეგ კვლავ პირველი მოადგილე ხდება და ამ თანამდეობობაზე 2019 წლამდე მუშაობს.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 2013-2014 წლებში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰყავს მეუღლე და 8 შვილი. იცის ინგლისური, ესპანური და რუსული.
ბიოგრაფია სრულად იხილეთ ბმულზე.