ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დევნილი და ადგილობრივი ქალბატონების მიერ მომზადებული ბიზნესგეგმები განიხილება
1-2 ნოემბერს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით პროექტის `ერთად ჩვენ შევძლებთ~ ფარგლებში საეა-ის ოფისში (მისამართი: ვ. ორბელიანი ქუჩა #35), გაიმართება საგრანტო კომისიის შეხვედრა, სადაც განხილება დევნილი და ადგილობრივი ქალბატონების მიერ მომზადებული ბიზნესგეგმები. საგრანტო კომისია განიხილავს 80-ზე მეტ ბიზნესგეგმას და გადაწყდება შეჩეული ბიზნესგეგმების დაფინანსების ოდენობა.
საგრანტო კომისიის შეხვედრის მიზანია დევნილი და ადგილობრივი ქალბატონების ეკონომიკური გაძლიერება.
კონკურსში მონაწილე ქალბატონების შერჩევა განხორციელდა საეა-ის ორგანიზებით 2010 წლის ზაფხულში ჩატარებული ტრენინგების `ქალი და ბიზნესის~ კურსდამთავრებულთა ბაზაზე, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მოემზადებინათ თავიანთი ბიზნესიდეების განხორციელების გეგმა. ბიზნესგეგმების მომზადების პროცესში მონაწილეობდნენ საეა-ის ექსპერტები.
საგრანტო კომისია შედგება პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია პროექტს `ერთად ჩვენ შევძლებთ~ ახორციელებს პარტნიორებთან ერთად: `ოქსფამ დიდი ბრიტანეთი~ (Oxfam GB), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და `ველფეარ ფაუნდეიშენი~ . პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.