მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
„პირველივე დღიდან საერთო ოპოზიციურ ერთობას არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის უმთავრესია კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ჩატარდებოდა პირუთვნელი არჩევნები. ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებშ. ეს იყო ჩვენი წუხილი. ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მელიამ.