"მე დოკუმენტი არ მინახავს, ჩემთვის არაფერი უჩვენებიათ, ასე რომ არ ვიცით, რაიმეს გადაცემა უნდოდათ თუ არა", - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ენმ-ის ოფისთან მისული პოლიციელები შენობაში არ შეუშვეს და ტერიტორია დატოვეს.
"მე, როგორც ნიკა მელიას ადვოკატს, სრული უფლება მქონდა, ჩმებარებინა მისთვის გადასაცემი ნებისმიერი გზავნილი, მე არ მინახავს ის დოკუმენტი, რომელზეც პოლიცია საუბრობდა, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია, რაიმეს გადაცემა უნდოდათ თუ არა, მქონდა პირადი კომუნიკაცია, მაგრამ უარი განმიცხადეს", - ამბობს მედიასთან დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა.
შეგახსენებთ, ენმ-ის ოფისთან პოლიციელი მივიდნენ და ოფისში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, კარი დაკეტილი დახვდათ და ეს ვერ მოახერხეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ ისინი ისინი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩნების აღსრულებისთვის მივიდნენ.