ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია!, - წერს სოციალურ ქსელში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
მისი განმარტებით, აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისუფლების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია...
"ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!", აცხადებს ხაზარაძე.