"ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, ესკალაცია და დაძაბულობა მე ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყანაში", აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განმარტებით, დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება შესაცვლელია.
"ხელისუფლებაში უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ გათელავენ, სამართალს, კანონს, მართლმსაჯულებას ფეხქვეშ. არ დაიქვემდებარებენ და პოლიტიკურ იარაღად არ აქცევენ სამართალდამცავ უწყებებს," -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.