ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე იმედოვნებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე თავის ნებით გამოცხადდება შესაბამის ორგანოში.
სადრაძის განცხადებით, კანონმდებლობაში გამოტანილი განაჩენის აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს და უცნობია თუ როდის მოხდება მელიას დაპატიმრება.
სადრაძის განცხადებით, მელიას მხრიდან დადასტურებულად არსებობდა მოწმეებზე არასათანადო ზეგავლენის რისკები.
"გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება აღასრულებს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. თუმცა კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით საგამოძიებო უწყებასა და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უარყოფითი მონაწილეობა, რამდენიმე გარემოება ეფუძნებოდა და ეს გარემოება დადასტურებულია როგორც მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით", - განაცხადა პროკურორმა.