ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და აცხადებს, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას.
უგულავა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს "მონას" უწოდებს და ამბობს, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებდა.
"მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, მონა მოსამართლე სხვას ვერაფერს ვერ იზამდა, ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ასე იქნებოდა, აგერ დარბიან მობილიზაცია აქვთ სპეცრზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე, მოდით მეგობრებო, დავიცავთ ჩვენ თავს, დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ", - ამბობს გიგი უგულავა.