ჩვენ ვიქნებით ნიკას გვერდით. არავინ არ აპირებს წასვლას და დაშლას და თუ უნდათ, მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალის შენობა აიღონ შტურმით, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დაკანოიძემ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
"ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად, იმიტომ, რომ ეს არ არის ახლა მხოლოდ ნიკას გარშემო არსებული უსამართლო საქმე. საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ღირსებას და ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ადამიანის ღირსებაზე გადის ახლა ეს ყველაფერი. ეს მოსამართლე, რომელიც არის ჩინჩალაძის მონა, მან შეასრულა ივანიშვილის დავალება. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ჩვენ ვიქნებით ნიკას გვერდით. არავინ არ აპირებს წასვლას და დაშლას და თუ უნდათ, მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალის შენობა აიღონ შტურმით", - თქვა დეკანოიძემ.