მადლობა ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მან უზრუნველყო ის, რომ ჯერ ყველანი ერთად დავსხედით,- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.
„მადლობა ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მან უზრუნველყო ის, რომ ჯერ ყველანი ერთად დავსხედით, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც კი ვესალმებოდით და ახლა მომიწია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოსვლა, თუმცა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე დღეს რომელ ოფისში ან ტრიბუნასთან ვარ, რადგან მე დღეს ვარ იქ, სადაც არის სიმართლე. თუ უსამართლოდ დაჩაგრავენ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, შევეცდები, ისინიც დავიცვა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.