საერთოდ არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიცის გეგმები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ოპოზიციას მიმართა, რომ ტელეკამერებით ნუ ელაპარაკებიან.
"თავზე საყრელი საქმე მაქვს, მართლა რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა არ ვიცი. ვინმეს ჩემთან დაკავშირებით რამე წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან, მელიამ, დანარჩენმა ოპოზიციამაც იცის და დამირეკონ და პირადად გავცემ ყველა პასუხს, ჩემთან დაკავშირებით რამეზე თუ წუხან. ტელეკამერებით ნუ მელაპარაკებიან, მადაგასკარზე არ ვარ, აგერ ვარ თბილისში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებს აანონსებს.