"მოვედი ნიკა მელიასთვის სრული სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მეც, ჩემი თანაგუნდელებიც დღეს ვხედავთ, რომ ნიკა მელია უნდა დავიცვათ ყველამ, რადგან მისი დასჯა, მისი დაპატიმრება და მისი არდაცვა იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა.
"მოვედი ნიკა მელიასთვის სრული სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მეც, ჩემი თანაგუნდელებიც დღეს ვხედავთ, რომ ნიკა მელია უნდა დავიცვათ ყველამ, რადგან მისი დასჯა, მისი დაპატიმრება და მისი არდაცვა იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, როგორც სახელმწიფო და იფუნქციონირებს, როგორც ბიძინა ივანიშვილის საფეოდალო. როცა ფარცხალაძეს, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს ვიდეოზე გადაღებული ცემის ფაქტზე არ აკავებენ და არც ჯარიმას არ ახდევინებენ, ამ დროს, ნიკა მელიამ თურმე უნდა გადაიხადოს მეორედ ჯარიმა გავრილოვის ღამესთან დაკავშირებულ ინციდენტზე. ეს არის საქართველოს დაცინვა, ეს არის დაცინვა იმ 30-წლიანი ბრძოლის, რომელიც ჩვენმა ხალხმა გაატარა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ეს არის დაცინვა ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის და ახლა მინდა, მივმართო თანამოქალაქეებს, ახლა ვინც დაიწყებს იმის ლაპარაკს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, სხვა ოფისი, ამ პარტიის თავმჯდომარე, იმ პარტიის თავმჯდომარე, ამას დავიცავ იმას არ დავიცავ, ეს ადამიანები თავისდაუნებურად ხელს მოაწერენ უსამართლობას, რადგან უსამართლობა და უსინდისობა ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ყველა უნდა დაიცვა“, - თქვა ბურჯამაძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არის ივანიშვილის ბოსტანი და „ჩვენ არა ვართ ბოსტნეული, რომ ვინც უნდა, პარლამენტში გადარგოს, ვინც უნდა სამინისტროში გადმორგოს, ციხეში გადარგოს“.
"იმედი მინდა ვიქონიო, რომ ბოლო ინსტანციას მაინც გამოიყენებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არ მიიღოს უგუნური გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით. წინა პარლამენტზე ვამბობდი, რომ ეს არის სამარცხვინო პარლამენტი-მეთქი, ამან ნამდვილად აჯობა და გადაასწრო წინა პარლამენტს. სირცხვილია ამ ადამიანების, ვინც ახლა ხელი დააჭირა და შეუწყვიტა ვადა. რაც შეეხება, ახლა აქ თუ სპეცრაზმი მოვა და შტურმით აიღებენ შენობას, ნუ, აიღონ, ესეც მათი დიდი სირცხვილი იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.