"ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით კანონის უზენაესობას ემხრობა.
"პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას... მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში... ჩემი აზრი არის ერთადერთი - კანონის უზენაესობა", - ასე უპასუხა ელიო ბოლქვაძემ მთავარი არხის დასმულ შეკითხვას - "რა იქნება მისი პირადი გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით".
საქართველოს პარლამენტი დღეს იმსჯელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
საკითხის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება, მოგვიანებით კი პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო უმინიტეტი მიუხსნან.