კანონს ვერ გადავაბიჯებთ. დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა დაგვენგრევა, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ "მთავარ არხთან" საუბრისას, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით.
"ნიკა მელიას ჩვენ კი არ უწყვიტავთ, თავად იწყვიტავს იმიტომ, რომ ჩვენ კანონს ვერ გადავაბიჯებთ. გამორიცხულია და ჩვენ რომ კანონი დავარღვიოთ, ხვალ სხვა დაარღვევ, ზეგ სხვა იქნება ხელისუფლებაში ის დაარღვევს და ნიშნავს, რომ ეს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა დაგვენგრევა საფუძვლამდე", - აცხადებს ბექა ოდიშარია.
საქართველოს პარლამენტი დღეს იმსჯელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
საკითხის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება, მოგვიანებით კი პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.