საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ესტუმრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რა დროსაც განხილული იქნება შვედეთთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.
ენ ლინდე საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 2020 წელს ესტუმრა.