შეერთებულ შტატებში დღეს ფედერალური უქმე დღეა, ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ.
ეს დღე სამთავრობო დაწესებულებებისთვის, ბანკებისთვის, ფოსტისა და სკოლებისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ოფიციალურად ეს დღესასწაული პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება და ფედერალურ დასვენების დღედ 1879 წელს გამოცხადდა, რათა ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე, 22 თებერვალი ეზეიმათ.
თუმცა, დროთა განმავლობაში, დღესასწაული შეიცვალა და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღე, 12 თებერვალიც ჩაერთო.
1968 წელს კონგრესმა კანონი მიიღო, რომლითაც რამდენიმე ფედერალური დღესასწაული ორშაბათებზე ისე გადაადგილდა, რომ ხალხისთვის სამდღიანი უქმე დღე გამოცხადებულიყო.
მას შემდეგ პრეზიდენტის დღე ყოველთვის თებერვლის მესამე ორშაბათს აღნინიშნება
პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მაღაზიები მომხმარებლებს მაღალ ფასდაკლებებს სთავაზობენ.