"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პარლამენტის მიერ მისი სადეპუტატო უფლებამოსილების არ მოხსნას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
"ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, თავისუფალი ნება იყოს აღსრულებული და ჩემი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა დავუპირისპირო "ქართული ოცნების" აღვირახსნილ უკანონო ძალადობას. იმიტომ რომ მე, თამარ კორძაიას, ფიცი არ დამიდია, ისე ცნო ჩემი უფლებამოსილება უკანონოდ და მერე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მიშვებს პარლამენტიდან. ამდენი უკანონობის შემდეგ მე ვიყენებ ბრძოლის კანონიერ საშუალებებს, საკონსტიტუციო სასამართლო ამას განიხილავს და დარწმუნებული ვარ ის მაინც არ წავა მოქალაქის, ადამიანის და პოლიტიკოსის თავისუფალი ნების წინააღმდეგ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლშო ასევე გაასაჩივრა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც.