გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოში" რჩება.
„ჩემი პასუხია არა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვიქნები. მე არანაირი თანამდებობრივი ამბიცია და მიზანი არ მაქვს. მე ვარ და ვრჩები „ევროპულ საქართველოში“. იმედია, გიგა ბოკერია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც პარტიას განახლების შესაძლებლობას მიცემს. არანაირად სხვა პარტიაში გაწეევრიანებას არ ვაპირებ პოსტ-ბიძინურ ეპოქაში. შესაბამისად, მადლობა ყველას გულუხვი წინადადებებისთვის, მაგრამ მე ამ საკითხს არ განვიხილავ“, - განაცხადა უგულავამ.