ვფიქრობ, ნიკა მელიას დაკავება ზოგადად, ეს სისხლის სამართლის დავა, რომელიც მასთან დაკავშირებით არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი, - აცხადებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.
„მინდა, ახლანდელმა პარლამენტმა იგივე არ გაიმეოროს. რაც შეეხება დღეს რა საკითხთან დაკავშირებითაც მივდივართ იმის გასაგებად, თუ რას აპირებ პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დააკავებენ. ასევე, მაინტერესებს თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ჩემზე ნაწყენი და გაბუტული იყო. ფიქრობდნენ, რომ შევდიოდი პარლამენტში ელისაშვილთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ შევდივართ ელისაშვილთან პარლამენტში და ქუჩაში ვრჩებით ოპოზიციასთან ერთად. შესაბამისად, გვაინტერესებს პრეტენზიების შინაარსიც და უბრალოდ, ხომ იცით რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალების“ შერიგება გვინდა. ჩვენ თვითონ ვიწყებთ ოპოზიციასთან შერიგების აქტით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.