მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, ნიკა მელია და ოპოზიცია არიან გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იდეისთვის მებრძოლი
"ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, ცალსახად, ნიკა მელია და ოპოზიცია არიან გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იდეისთვის მებრძოლი. „ქართული ოცნება“, რომელიც ინსტრუქციების შედეგად აპირებს, მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის აბსოლუტურად კუთხეში მიმწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.