ჩემი წარმოდგენით, „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს ნიკა მელიას დაჭერას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავისივე გახლართულ სქემებში აიბლანდნენ, გაიხლართნენ და ახლა ფიქრობენ, როგორი გამოსავალი მოძებნონ.
„პროკურატურის უაზრო განცხადება გაავრცელეს, მერე გირაოს ვადა გავიდა და დაავიწყდათ, თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არის მათ წინააღმდეგ, ისევე როგორც ერთპარტიული პარლამენტი. ჩემი წარმოდგენით, ორი უფსკრულის პირას არიან, ჩემი წარმოდგენით ასე მარტივი არ არის მელიას დაჭერა. ზოგადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში უმრავლესობამ შეცვალოს გადაწყვეტილება, ან სასამართლოში უფრო რაღაც სხვა კუთხით განიხილონ. მაგრამ ეს ხომ სამართლებრივ ჭრილში არ განიხილება. ჩემთვის კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან კონკრეტული კონტექსტია და ფორმულაა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.