"მე მეგობრულად ვურჩევდი ნიკას, რომ გადაიხადოს გირაოს თანხა", - ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.
"სულაც არ მინდა, ნიკა მელია ციხეში ვიხილო, არ მემეტება საპატიმროში მისი წასვლა, არ მინდა ამ სურათის ხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, მის მიმართ საქმე არის აშკარად შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული, ამის მიუხედავად, მეგობრულად მოვუწოდებდი, რომ გადაიხადოს და არ წავიდეს ციხეში.
არ მგონია სწორი, რომ, აი, მე არ გადავიხდი ტანხას და მოდით, დამიჭირეთ - კანონი არის კანონი. კანონის დარღვევის მაგალითი პოლიტიკურმა ლიდერმა არ უნდა მისცეს. არ მინდა, რომ დააკავონ და მინდა, რომ გადაიხადოს თანხა ან ვინმე სხვამ გადაუხადოს", - ამბობს ელისაშვილი.