მე მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც მელია აცხადებს, მისმა პრინციპულმა პოზიციამ "ქართულ ოცნებას" წონასწორობა დააკარგვინა.
"პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა ქართულ ოცნებას და აიჭრნენ.
უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე.
პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი.
ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი
რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად.
მოკლედ, მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ!
მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!", წერს მელია.