“ევროპულ საქართველოში” პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პარტიის ერთ-ერთი წევრის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა არის არაფორმალური.
„დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციას დათო ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება... ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს. ძალიან მალე შეხვედრა დაიწყება“, - განაცხადა ნადირაშვილმა.