ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განმარტებით, Covax პლატფორმის მიღმა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
„ძალიან ძნელია კონკრეტულ თარიღებზე საუბარი. სიტუაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ რა თქმა უნდა, ველით, რომ ის რაც უკვე დაკონტრაქტებულია Covax-ის პლატფორმით მივიღოთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ Covax პლატფორმის მიღმა ვმუშაობთ ორმხრივად ჩვენს პარტნიორებთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და მაღალი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს Covax-ის პლატფორმის მიღმა საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე. ინდივიდუალურად ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ ის, რაც მათთვის იქნება ზედმეტი, მოწოდებული იქნას საქართველოსთვის. იყო სპეკულაციები მალტასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.