საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ მარკ კლეიტონი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
მისი განცხადებით, ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
"შეძრწუნებული დავრჩი იმით რაც საკუთარი თვალით ვნახე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან და იმ გავლენით, რომელიც ამ კონფლიქტს აქვს. დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და მუშაობს კონფლიქტით დაყოფილი საზოგადოების შერიგებისათვის პირობების შესაქმნელად", - წერს ბრიტანეთის ელჩი.