დღესდღეობით, მსოფლიოში ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის სახეობის მხოლოდ ორი მდედრი ინდივიდი ცოცხლობს.
მარტორქები სახელად ნაჯინი და ფატუ კენიის ოლ-პეხეტის საკონსერვაციო პარკის ბინადარები არიან.
უკანასკნელი მამრი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, 45 წლის სუდანი 2018 წელს მოკვდა. ნაჯინი და ფატუ მისი შვილი და შვილიშვილები არიან.
ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით, 1960-იანი წლების დასაწყისისთვის, მსოფლიოში აღრიცხული იყო 2000-დე ჩრდილეოთის თეთრი მარტორქა. თავზეხელაღებულმა ბრაკონიერებმა ეს სახეობა განადგურების პირამდე მიიყვანეს.
მარტორქა სპილოს შემდეგ ხმელეთზე მობინადრე ძუძუმწოვართა შორის უდიდესია. თეთრი მარტორქა მოიცავს ორ ქვესახეობას - სამხრეთული თეთრი მარტორქა და ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა.
ფოტო: the Guardian