შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ერთ-ერთი ოლქის სასამართლოს პროცესზე, რომელიც ვირტუალური პლატფორმის Zoom-ის მეშვეობით მიმდინარეობდა, ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო.
მას შემდეგ რაც ადვოკატ როდ პონტონს მოსამართლემ პრობლემის შესახებ მიუთითა, ის ეცადა თანაშემწის მეშვეობით ფილტრი გამოერთო, მაგრამ უშედეგოდ.
"კატა არ ვარ" - ირწმუნებოდა ადვოკატი, რაშიც ეჭვი სხდომის სხვა მონაწილეებს არ შეჰპარვიათ.
მოგვიანებით, უსიამოვნო, მაგრამ სახალისო ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ადვოკატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მომხმარებლებს მოუწოდა, ონლაინ ღონისძიებამდე ყოველთვის გადაამოწმონ Zoom-ის პარამეტრები, მით უფრო თუ მანამდე კომპიუტერ ბავშვები მოიხმარდნენ.