დიდი ბრიტანეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანანოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.
გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მანამდე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს ევროკავშირმა, შეერთებული შტატების საელჩომ, ნორვეგიის საელჩომ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.