პარტია "მოქალაქეებმა" საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრაზე საკუთარი ხედვები წარადგინეს.
როგორც "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ცვლილებები გულისხმობს, რომ ცესკო დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალ თავმჯდომარის არჩევას.
"ეს რეფორმა ამას გულისხმობს. სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან განსხვავებული წესი შემოდის ცესკო-ს დაკომპლექტების. ამ წესის მიხედვით ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს", - განაცხადა იოსელიანმა.