სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება:
"ყველა შევამჩნევდით, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი – ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს პოლიტიკურთან ერთად მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან".