გონივრულია, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი ან, პირველ ეტაპზე, 12 საათამდე მაინც გადაიწიოს, - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, სამართლიანი პროტესტი მსგავსი შეღუდვების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს.
"გუშინდელი აქცია შეეხებოდა კონკრეტულ საკითხს, კომენდანტის საათს, რაც არაგონივრულია და ზრდის მობილობას. ასე იზრდება ინფექციის გადაცემის რისკიც. გონივრულია, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი ან, პირველ ეტაპზე, 12 საათამდე მაინც გადაიწიოს. ეს დროს გაზრდის და ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ 7-დან 9 საათამდე არ იყოს რიგები სავაჭრო დაწესებულებებში, საცობები ქუჩებში ან თუნდაც საზ. ტრანსპორტში. ეს არის სამართლიანი მოთხოვნა და პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება აუცილებლად წავა დათმობაზე", - ამობს სერგო ჩიხლაძე.